გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ერთ წელიწადში ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი 5-ჯერ გაიზარდა

18-09-2020

მიმდინარე წლის 17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 776 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5-ჯერ მეტია.

ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (722.3 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (51.4 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (2.5 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,10 ტონა).

ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.