გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი ბორჯომის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

7-03-2018

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში განვითარებულ და მიმდინარე მოვლენების შესახებ  რეგიონული  პოლიტიკისა  დათვითმმართველობის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს      .
 
"იმის გათვალისწინებით, რომ ვსაუბრობთ თვითმმართველობაზე, რომლის ფუნქციონირებას გააჩნია მკაფიო საკანონმდებლო დაინსტიტუციური ჩარჩო, სპეციფიკა და ამოცანები, ეფექტურად უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრა, უწყვეტად და მაღალი ხარისხით მიაწოდოსმუნიციპალური სერვისები მოსახლეობას, ყველას უნდა ესმოდეს, რომ მას სჭირდება მხარდაჭერა და იმის გააზრება, რომ თვითმმართველობის საქმიანობაში არასათანადო ჩარევამ შეიძლება ხელი შეუშალოს და დააზარალოს ზემოთ ხსენებული საჯარო ინტერესები.
 
სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში იყო არაერთი ასეთი მცდელობა, რამაც იქონია კიდეც გავლენა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე.
 
სამწუხაროა, რომ შექმნილი ვითარების გამო, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეები რამდენიმე თვეა ვერ იღებენ კუთვნილ ხელფასს და დარღვეულია მათიშრომითი უფლება, რაც აისახება ქალაქ ბორჯომის და ბორჯომელების ინტერესებზე.
 
ამიტომ, საჭიროა, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა გამოძებნონ რესურსი ბორჯომის და ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად მოქმედებისათვის.
 
ამ მხრივ ყურადსაღები და მნიშვნელოვანია ბოლო დღეებში ბორჯომის საკრებულოს წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ჩანს მზადყოფნა კონსესუსისთვის.
მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას.
 
ვაცხადებთ, რომ დაუშვებელი და საფრთხის შემცველია თვითმმართველობაში, როგორც მმართველობის სისტემის ფუნქციონირებაში ინტერვენცია, ვიწრო პარტიულიპოლიტიკის თავსმოხვევის და ხელისშემშლელი საქმიანობის წარმოების მიზნით.
და მოვუწოდებთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იმოქმედონ ბორჯომელების ინტერესების შესაბამისად"-ნათქვამია განცხადებაში.