გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

19-09-2020

მაღალმთიან აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა.

არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

მეწყრული და ღვარცოფული პროცესები განვითარდა ქედის, ხელვაჩაურის, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში.

მობილიზებულია ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. ადმინისტრაციული ერთულის სოფლებთან მისასვლელი გზები უმოკლეს დროში გაიხსნება.

,,ადგილობრივ თვითმართველობებთან ერთად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება და ყველა ოჯახს ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა. მოხდება დაზარელებული ოჯახების ქირით გაყვანა. ადგილზე მობილიზებულია საგზაო ტექნიკა და აქტიურად იმდინარეობს გზების გაწმენდა“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები და სტიქიის სალიკვიდაციო შტაბის წევრები.

ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში.