გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რესან კონცელიძემ მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყო

20-09-2020

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარ შემოვლის პრინციპით აგრძელებენ.

კარდაკარ მსვლელობის ფარგლებში, საარჩევნო კანდიდატებმა შეხვედრა ჭავჭავაძის, თაყაიშვილის, პუშკინის, ლორიასა და ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობასთან გამართეს.

„ინდივიდუალურად შევხვდი და გავიცანი ჩემი ამომრჩეველი. პირადად, მათთან გასაუბრებით მოვისმინე მათი საჭიროებების შესახებ. ძალიან სასიამოვნოდ და პოზიტიურად დასრულდა დღევანდელი შეხვედრები. ვგეგმავ, მივიდე ყველა ოჯახში და გავეცნო მათ პირადად. თითოეული მხარდამჭერის თბილი დამოკიდებულება დიდი სტიმული და მოტივაციაა ჩემთვის“ - განაცხადა რესან კონცელიძემ.