გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

კახა კალაძე: დარწმუნებული ვარ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ

20-09-2020

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტყიბულში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე ამომრჩეველს სიტყვით მიმართა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოხარული ვარ, რომ დღეს, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, ვიმყოფები ტყიბულში-პატიოსანი, პატრიოტი და მშრომელი ადამიანების ქალაქში, სადაც მაღაროელები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები ჩვენი სამშობლოს განვითარებისთვის ყოველდღიურად მუშაობენ და ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან.

ჩვენმა გუნდმა, ქვეყანაში ბევრი მიმართულებით არსებული ვითარება უკეთესობისკენ შეცვალა, თუმცა გვესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, უკეთესობისკენ შეიცვალა შრომის კოდექსი. ამ მიმართულებით პარლამენტში კონკრეტული გადაწყვეტილებებია მიღებული, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დასაქმებულთა ღირსეული შრომის პირობები და სოციალური გარანტიები იყოს უზრუნველყოფილი. საქართვველოს მსგავსი, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის აუცილებელია, რომ დაცული იყოს ბალანსი ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებულთა უფლებრივ მდგომარეობას შორის. ეტაპობრივად, ჩვენ შევძლებთ, რომ შრომითი და სოციალური უფლებები ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოვოთ, გავაძლიეროთ ეკონომიკა და თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული შრომის პირობები ჰქონდეს.

2012 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანას მოძალადე რეჟიმი ჩამოვაშორეთ, დავიწყეთ ყველა იმ სფეროში კოლოსალური თანხების ჩადება, რაც ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია. ხელმისაწვდომი გახდა განათლება და ჯანდაცვა, მეწარმეობა და სოფლის მეურნეობა, სადაც მოქალაქეს სახელმწიფოს გვერდით დგომისა და დახმარების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდა. დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნა და მოწესრიგება და ა.შ. ამ და სხვა პროექტების მიზანი ქვეყნის წინსვლა და თითოეული ოჯახის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შემოსავლების ზრდაა.

როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები და ამას სჭირდება ერთმანეთის მხარდამხარ 24-საათიანი მუშაობა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც აწუხებს ტყიბულს, რომელიც აწუხებს ამ რეგიონს და ზოგადად პრობლემებს, რომლებიც არსებობს ქვეყანაში.

დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, აუცილებლად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ დღეს ეს გამარჯვება ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა და სტაბილურობა. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ამ ყველაფრის შენარჩუნება შეუძლია, არის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და მჯერა, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ერთად მივაღწევთ წარმატებას.

ერთად საქართველოს წარმატებისთვის!"-განაცხადა კალაძემ.