20-09-2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა. მათგან ექვსი შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა, ერთი კი შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში.
ასევე, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს ერთ თანამშრომელს ასევე აჭარაში.
გარდა ამისა, კორონავირუსის ორი ფაქტი დადასტურდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც, აქედან ერთი ბათუმში, მეორე კი ქალაქ რუსთავში.
შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.
შსს-ს ინფორმაციით, თერთმეტივე თანამშრომელი გადის შესაბამის მკურნალობას. მათი მდგომარეობა სტაბილურია.