გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა მდინარაძე: 2012 წლის შემდეგ სიღარიბე 10%-ზე მეტით შემცირდა

20-09-2020

„არ არსებობს სფერო, სადაც არ არის ძირეული და სერიოზული წინსვლა. მაგალითად, აგროპროექტები. ბოლო წლებში 400 მილიონი დოლარით გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი და როდესაც ასეთი ინერცია გაქვს აღებული ეროვნულ პროდუქციაზე, ეს განსაკუთრებით საამაყოა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ ზესტაფონში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ასევეა გზების, მოსახლეობის წყლით მომარაგების და სხვა საკითხები შემთხვევაში.

„როდესაც გზებზე ვსაუბრობთ - 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი გზებია გაკეთებული, მათ შორის, შიდა გზები, ვიდრე წინა პერიოდში. მაინც და მაინც წინა ხელისუფლების დროს არ ვადარებ. საუბარია ზოგადად 2012 წლამდე. როდესაც წყალმომარაგებაზე იყო საუბარი - მაქსიმალური შედეგი იყო ქვეყნის მოსახლეობის 25%-ის მომარაგება. დღეს კი 50%-ს გავცდით. 2024 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის 70%-ს ექნება უწყვეტი წყალი. ასეთი ციფრები გვაქვს ყველა მიმართულებით.

ოპონენტები საუბრობენ ხოლმე სიღარიბეზე. 2002-2012 წლებში ოთხი პროცენტით დაიკლო ამ ქვეყანაში სიღარიბემ. ხოლო 2012 წლის შემდეგ, მსოფლიო ბანკის მონაცემებით 10%-ზე მეტით შემცირდა. თუმცა, როდესაც გაჭირვებულები გყავს, თვითკმაყოფილებას ვერ მიეცემი, გამორიცხულია. დინამიკა უნდა იყოს მზარდი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პოზიტიური ინერცია არსებობს. ამ მიმართულებით სიარული მშვიდობით და განვითარებით ევროპისკენ, იძლევა იმის საფუძველს, რომ ჩვენ კიდევ გავძლიერდებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.