21-09-2020
ქალაქ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, საქართველოს პარლამენტში რესან კონცელიძემ და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ტიტე აროშიძემ, კარდაკარ შემოვლა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრით გააგრძელეს.
როგორც, რესან კონცელიძე აცხადებს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამომრჩევლები დიდი იმედით ხვდებიან და ინტერესით ეცნობიან დეპუტატების სამომავლო გეგმებს. ისინი კმაყოფილებას გამოთქვამენ იმ პროგრესის მიმართ, რომელიც უახლოეს მომავალში დიდი გამარჯვებით დასრულდება.
დეპუტატები კარდაკარ მსვლელობის შემდეგ მაიაკოვსკის, დიმიტრი თავდადებულის, შამილაძისა და ზედაღელის მოსახლეობას შეხვდნენ.