7-03-2018
რუსთავში ჟიული შარტავას 74 წლის იუბილე აღნიშნეს.
რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, ქალაქის თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.
ჟიული შარტავა 1985-1986 წლებში რუსთავის საქალაქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. გარდაცვალების შემდეგ, ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.