გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მერები ჯარში გაწვევის წესში ცვლილებებს ითხოვენ

7-03-2018

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების მერები სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის წესთან დაკავშირებით, გარკვეული ცვლილებების შეტანას ითხოვენ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი' ავრცელებს.

მათი თქმით, ორგანიზაცია "გირჩის" წევრების მიერ დაფუძნებულ რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანებული ახალგაზრდები სავალდებულო სამსახურში ვერ გაიწვიეს, რადგან ისინი სხვადასხვა „იერარქიის სასულიერო პირებად“ ითვლებიან. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის, დათო გოგუას განცხადებით, გახშირდა „დეზერტირობის შემთხვევები“. 

„ჩვენს მუნიციპალიტეტში ასეთი შემთხვევა ბევრჯერ დაფიქსირდა. ოცი ადამიანი იყო გასაწვევი და აქედან 17-მა მოიტანა შესაბამისი ცნობა. ასეთი შემთხვევები ყველა მუნიციპალიტეტშია და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მისაღებია რაიმე ზომები“, - განაცხადა დათო გოგუამ. 

თავდაცვის სამინისტრომ რეზერვის და მობილიზაციის ახალი კონცეფცია გამოაქვეყნა.სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი. კოცენფციის მიხედვით, ცვლილებები უნდა შევიდეს “მობილიზაციის შესახებ“ კანონშიც. კერძოდ, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების პარლამენტში დასამტკიცებლად ვეღარ შეიტანს, ასევე აღარ ექნება მობილიზაციისათვის მზადყოფნისა და მობილიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება. 

imedinews.ge