22-09-2020
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს'' მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე, დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ლიხეთისა და წესის თემის მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ერთად ისაუბრა პრობლემებზე, სამომავლი გეგმებზე, მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე.
გოჩა ენუქიძის განცხადებით,მიმდინარეობს წესი-ურავის დამაკავშირებელ 14 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული გზა ასფალტირდება, ეწყობა ნაპირსამაგრები და შენდება ხიდები. პროექტი მომდევნო წლის გაზაფხულზე სრულად დამთავრდება, ასევე ბოლო წლებში მოგვარდა წყალმომარაგების პრობლემა ლიხეთისა და წესის თემებში. მოეწყო საკანალიზაციო სისტემები აბარში, ლიხეთსა და წესში, აშენდა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები აბარში, ლიხეთსა და წესში.
ასევე, სრულად რეაბილიტირდა საჯარო სკოლა სოფელ წესში, ამბულატორია სოფელ ლიხეთში და სველი წერტილები ლიხეთის საჯარო სკოლაში.
,,კოორდინირებული მუშაობით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მთიანი სოფლების განვითარება შეუქცევად პროცესად იქცეს''-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.