გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ყაჩაღობაში ბრალდებულ ირანის მოქალაქეებს სასამართლომ 7 და 8 წლით პატიმრობა შეუფარდა

24-09-2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ბრალდებულები, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები ჰ.მ. და მ.შ. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 იანვარს, ქ.თბილისში, ახვლედიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში ჰ.მ. და მ.შ. სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავს დაესხნენ მოლარე-ოპერატორს თ.მ.-ს, მიაყენეს სხეულის დაზიანებები და ხელჩანთა გასტაცეს.

სამართალდამცველებმა ჰ.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს მ.შ.-ს, ვინაიდან ის ემალება გამოძიებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ჰ.მ.-ს 7 წლით, ხოლო მ.შ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.