გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება

24-09-2020

აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა.

„ვსაუბრობდით წერტილოვან და ლოკალურ შეზღუდვებზე და აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. ხვალიდან, აჭარაში რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული ეტაპი, მანამ, სანამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ამის საჭიროება იქნება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.