გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნათია მეზვრიშვილი: სახლის პირობებში და საკარანტინო სივრცეებში შემთხვევების მართვის გეგმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად ხორციელდება

24-09-2020

რაც შეეხება კლინიკურ მართვას, უკვე შემუშავებულია სახლის პირობებში და საკარანტინო სივრცეებში შემთხვევების მართვის გეგმა და მუშაობს. მაგალითად, საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს უკვე აჭარაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მძიმე შემთხვევების მკურნალობა ხდება საავადმყოფოში, შედარებით მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა ე.წ. „კოვიდ-სასტუმროებში“ და მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა საცხოვრებელ ადგილას, სადაც საამისოდ სათანადო პირობები არსებობს. იქ, სადაც სათანადო პირობები არ არსებობს, ამისთვის არის „კოვიდ-სასტუმროები“. ბუნებრივია ამაზე, ვინ სად განთავსდეს და ვინ სად გააგრძელოს მკურნალობა შესაბამისი სპეციალისტები იღებენ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება ერთიანი მენეჯმენტით და ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად.

„კლინიკური მართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება ერთიანი მენეჯმენტით და ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური ჯგუფის მიერ შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად. ბუნებრივია, კლინიკური მართვის ნაწილში შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები გვქონდეს, რადგან სეზონურ „გრიპებსაც“ ველოდებით, რომელიც შესაძლოა ამ პროცესს წამოეწიოს და ეს სიახლე არაა,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.