გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მირდატ ქამადაძე - ბათუმის მერია პუტინის მიერ დაფინასებული ღონისძიების პარტნიორად გვევლინება - ეს არის სამარცხვინო და საგანგაშო ფაქტი

7-03-2018

ბათუმის მერია ანტისახელმწიფოებრივად და კოლაბორაციონალისტურად მოქმედებს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 2018 წლის 11 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით რუსეთში, ბათუმის მერია კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, სახელწოდებით "რუსეთი და საქართველო ერთმანეთისკენ".

ოპოზიცია სახელმწიფო სტრუქტურებს ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ კარელიის რესპუბლიკაში 2018 წლის 11 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით კულტურული ღონისძიებები გაიმართება. კულტურული ღონისძიება პუტინის ფონდის მიერ ფინანსდება და ამ ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი გახლავთ ქალაქ ბათუმის მერია. მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია, ჩვენი მოკლული თანამემამულის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ, ჩვენს ქვეყანაზე აგრესია გრძელდება, ბათუმის მერია პუტინის მიერ დაფინასებული ღონისძიების პარტნიორად გვევლინება. ეს არის სამარცხვინო და საგანგაშო ფაქტი. მოვითხოვთ, რომ ქალაქ ბათუმის მერიამ ამგვარ ნაბიჯებზე ხელი აიღოს და სახელმწიფო უწყებებმა რეაგირება მოახდინონ", - აცხადებს მირდატ ქამადაძე.

"ინტერპრესნიუსი"