გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოდან 4, 466 ტონა თხილია ექსპორტირებულია, რაც 74% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდს

25-09-2020

მიმდინარე წლის 24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 4, 466 ტონა თხილი, რაც 74% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდს.

ქართული თხილის საექსპორტო ბაზრებს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენს და საექსპორტო მონაცემები ასე გამოიყურება: გერმანია (1392,9 ტონა), იტალია(808,8 ტონა), ჩეხეთი (280,3 ტონა), ესპანეთი (165 ტონა), პოლონეთი (192 ტონა), საფრანგეთი (125 ტონა), ლიეტუვა (143.7 ტონა), საბერძნეთი (34,7 ტონა), ავსტრია (22 ტონა), ესტონეთი (22 ტონა) და ლატვია (21 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე შემდეგ ქვეყნებში: სომხეთი (255,8 ტონა), რუსეთი (268.0 ტონა), უკრაინა (83,7 ტონა), ბელარუსი (102.5 ტონა), ბრაზილია (74,0 ტონა), მექსიკა (53,0 ტონა) და დიდი ბრიტანეთი (22 ტონა).

წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

"სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს" - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.