გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით შერაზადიშვილმა სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

25-09-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ ტანძიაში არსებულ საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაებს ადგილზე გაეცნო.

სკოლამდემი აღზრდის დაწესებულებაში სველი წერტილების, სამზარეულოსა და ერთი ჯგუფის მოწყობა მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ჯგუფში ასევე გათბობის სიტემის მონტაჟიც განხორციელდება. პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 84,000 ლარს შეადგენს.

ტანძიის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი შარშან განხორცილედა. ინფრასტრუტურული პროექტის ფარგლებში შენობის სახურავი გამოიცვალა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს სკოლამდელ აღზრდას, ამიტომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, წელს სოფელ ტანძიის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას აქტიურად ვახორციელებთ. ამ პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 000 ლარი გამოიყო. მოხარული ვარ, რომ ტანძიელებს საბავშვო ბაღის პრობლემა მალე მოუგვარდებათ. რაც მთავრია ჩვენი პატარები უკვე გარემონტებულ და მოწესრიგებულ გარემოში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.