გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოდან 1054 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 832 ტონით აღემატება

25-09-2020

მიმდინარე წლის 24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 1054 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 832 ტონით აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (990.5 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (59.9 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (3.6 ტონა), დანარჩენი ქვეყნები (0,10 ტონა). ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 321 ათასი აშშ დოლარით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ კი, 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.