გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს ზუგდიდის სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა

25-09-2020

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ორ ეპიზოდში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 01 თებერვალს, ი.ა.-მ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში დანით ს.ყ.-ს განზრახ მკვლელობა ჩაიდინა. მანვე, იმავე დღეს, განზრახ მოკვლის მიზნით დ.კ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დ.კ. მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დაწყებამდე ი.ა. თავს დაესხა დეტექტივ-გამომძიებელ ვ.ჭ.-ს და სხეულის დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ი.ა. 2020 წლის 01 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის (განზრახ მკვლელობა, (ორი ეპიზოდი)) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ი.ა. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.