გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თეა ახვლედიანმა აფხაზეთში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

27-09-2020

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით,

„ზუსტად 27 წლის წინ, 27 სექტემბრის ამ უმძიმეს დღეს ჩვენ ყველას გვახსოვს როგორ იცლებოდა ქართველებისგან სოხუმი, ისინი ტოვებდნენ თავიანთ მშობლიურ ქალაქს, რასაც თან სდევდა უამრავი ცრემლიანი და ტრაგიკული ისტორია. სოხუმის დაცემის დღე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილით სავსე მოსაგონარია საქართველოს უახლეს ისტორიულ განვითარებებს შორის, რაც უკავშირდება ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის შეწყვეტილ სიცოცხლეს, ჩვენი ადგილობრივი დევნილების, ისევე როგორც იმით გაყოფილი ხალხის უმძიმეს ხვედრს.

პატივს მივაგებ საქართველოს ერთიანობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. სწორედ ეს ხსოვნაა, რაც დღევანდელ თარიღს აქცევს მშვიდობის განმტკიცების უპირობო მნიშვნელობის ძალიან ძლიერ სიმბოლოდ. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას, მე მჯერა, რომ ჩვენი ძალისხმევა, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდება იმისათვის, რომ მოხდეს შერიგება ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის, ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ და იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეექმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები, დარწმუნებუული ვარ, რომ გამოიღებს შედეგს”-განაცხადა თეა ახვლედიანმა

მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან, რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.