გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია ზაზა გახელაძეზე: ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები- ყველა მექანიზმი, და ეტაპობრივად, თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან მიმართებაში, მიზანს მივაღწევთ

27-09-2020

ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ყველა მექანიზმი, რომელიც დღესმთავრობის ხელშია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძესთან დაკავშრებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აქტიურია ყველა მიმართულებით.

„ხელისუფლება არის უაღრესად აქტიური ყველა მიმართულებით. ჩვენ ჩართული გვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ყველა მექანიზმი, რომელიც დღესმთავრობის ხელშია და ეტაპობრივად თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან მიმართებაში მიზანს მივაღწევთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.