7-03-2018
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე #41 საბავშვო ბაღის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო.
აქციის ფარგლებში, საბავშვო ბაღის ეზოში 40 ძირი ნეკერჩხლის ნერგი დაირგო. გამწვანების ღონისძიებას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მათ ბაღის აღსაზრდელებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა ნერგების დარგვაში. ნერგები ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ სანერგე მეურნეობაში გამოიყვანეს.
საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, ნეკერჩხლის კიდევ 150 ნერგი რუსთავის სხვა ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე ეტაპობრივად დაირგვება.