გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

იოსებ ხახალეიშვილი და ზაზა ლომინაძე ქუთაისში ფილმის -"შინდისი" ჩვენებას დაესწრნენ

28-09-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დოკუმენტური ფილმის -"შინდისი" ჩვენებას დაესწრნენ.

ფილმში მოთხრობილია 2008 წლის 11 აგვისტოს, გორის რაიონის სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ისტორია.

ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ ფილმის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი, დაღუპული გმირების ოჯახისწევრები და ახლობლები.

ფილმის ჩვენება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მოეწყო.

ღონისძიება ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების დაცვით გაიმართა.