გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზურაბ პატარაძე: ჩვენ ვალდებული ვართ, ყოველთვის გვახსოვდეს ჟიული შარტავას სახელი

7-03-2018

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა. ამ დღესათან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს ეროვნული გმირისძეგლი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. აჭარის მთავრობის თავმჯდორესთან ერთად გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობის წევრებმა, სკოლის მოსწავლეებმა დასაზოგადოების წარმომადგენლებმა.

,,74 წლის გახდებოდა ჩვენი ეროვნული გმირი, ბატონი ჟიული შარტავა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. ეს იყო ადამიანი, ვინც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, მომავალს.  და ჩვენ ვალდებულნი ვართ ყოველთვის გვახსოვდეს მისი სახელი“-აღნისნა ზურაბ პატარაძემ.

საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დღეს 74 წელი შეუსრულდებოდა.