კვირა, ივნისი 15, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
გოჩა ენუქიძე ამბროლაურში, ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა

28-09-2020

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ნამანევის თემის მოსახლეობას შეხვდა.

"აქ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ნიკორწმინდა-ჭრებალოს დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის სახით.

ასფალტირებული საავტომობილო გზა, ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოეწყო და გაივლის ნამანევის თემის სოფლებს, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას სძენს მათ.

გარდა ამისა, ნამანევის თემში მოეწყო თავშეყრის ადგილები, ხიდ ბოგირები, შიდა საუბნო გზები და განათებები, რეაბილიტირდა წყალსადენი სოფელ თხმორში.

კარგად ვაცნობიერებთ, რომ პრობლემები ბევრია, მაგრამ გპირდებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ყველა პრობლემას ეტაპობრივად მოგიგვარებთ."-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.