ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
გოჩა ენუქიძე ნიკორწმინდის თემში ადგილობრივ მოსახლეობას შეხდა

29-09-2020

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ნიკორწმინდის თემში ადგილობრივ მოსახლეობას შეხდა.

"ნიკორწმინდა რაჭის განსაკუთრებული სოფელია თავისი ისტორიული ძეგლით, ამიტომ ტურისტული თვალსაზრისით უნიკალურ პოტენციალს ფლობს.

სწორედ ამიტომ კეთილმოეწყო ნიკორწმინდის ცენტრალური მოედანი, ტაძრამდე მისასვლელი გზები, აშენდა ტურისტული ობიექტები და რეაბილიტირდა მიმდებარე შენობების გარე ფასადები.

გარდა ამისა:

-რეაბილიტირდა ნიკორწმინდის ამბულატორია;

-მოეწყო სპორტული მოედანი სოფელ ნიკორწმინდაში;

-რეაბილიტირდა ნიკორწმინდის საჯარო სკოლის სახურავი;

-მოეწყო წყალმომარაგების სისტემა დვლების უბანში, სოფელ კაჩაეთში;

-დაწყებულია გაზიფიცირების პროცესიც კაჩაეთსა და ნიკორწმინდაში, რომელიც სრულად მომავალი წლის მარტის თვეში დასრულდება."-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.