გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზემო ლარსზე რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა იწყება - სომხეთის ტრანსპორტის მინისტრი

7-03-2018

რუსეთი და საქართველო შეთანხმდნენ და ამ წელს ზემო ლარსზე გვირაბის მშნებელობა დაიწყება. ამის შესახებ 6 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას სომხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ვაან მარტიროსიანმა განაცხადა. მისი თქმით, გვირაბის პროექტირების ეტაპი დასასრულს უახლოვდება, მანამდე კი არსებობს მკაფიო შეთანხმება, რომ მოხდება საკონტროლო გამშვები პუნქტის მოდერნიზაცია და გზის გაფართოება.

„გვირაბის მშენებლობა რა თქმა უნდა გვიან დასრულდება, ეს დროს მოითხოვს, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამუშაოების დარჩენილი ნაწილი მოდერნიზაციასთან დაკავშირებით, წლის ბოლომდე მორჩება.“- განაცხადა მარტიროსიანმა.

ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებული საკითხები, განხილული იქნა მარტის დასაწყისში, როდესაც სომხეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრის დროს ზემო ლარსთან დაკავშირებით პირდაპირ არ უსაუბრიათ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნისთვის სატრანსპორტო სფეროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

შეგახსენებთ, ზუსტად ერთი წლის წინ 2017 წლის თებერვალში თბილისში ვიზიტის დროს კარენ კარაპეტიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლარსს ალტერნატივა გამოუჩნდება, თუმცა დეტალები ბოლომდე არ გაუხსნია.

2018 წლის იანვარში რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ზემო ლარსის ალტერნატიული გზის ამოქმედების საკითხთან დაკავშირებით რუსეთს თხოვნით სომხეთმა მიმართა.

ტრანსპორტის მინისტრთან ინტერვიუს დროს რადიო „აზატუტიუნი“ დაინტერესდა, განიხილეს თუ არა ალტერნატიული გზის საკითხი ერევანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს და რა სიახლეებია ამასთან დაკავშირებით.

„ეს თემა საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, მაგრამ მე ისევ მინდა აღვნიშნო, რომ ეს რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობაა. რა თქმა უნდა, სომხეთი მუშაობს ალტერნატიული გზების ძიების მიმართულებით, მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, რომ ალტერნატივა მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთზე და აფხაზეთზე გამავალი გზები არაა. ჩვენ დღეს გვაქვს ალტერნატიული საბორნე მარშრუტი, რომელიც მოქმედებს და მოქმედებს ძალიან წარმატებულად და ტვირთების უმეტესობა ამ დერეფნის გავლით გადის“- განაცხადა მინისტრმა.

newposts