გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სტოლტენბერგი გახარიას: მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული

29-09-2020

ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ვაღიარებთ საქართველოს შემადგენლობაში და მივესალმებით წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია , - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას.

„ჩვენი შეხვედრის განმავლობაში ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობაზე შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში. მოკავშირეები ვთანხმდებით, რომ კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ, გავუზიაროთ ერთმანეთს ავიატრასების რადარების მონაცემები, ვითანამშრომლოთ ერთობლივი წვრთნების პროცესში, შავი ზღვის რეგიონში.

ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ვაღიარებთ საქართველოს შემადგენლობაში და მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული. თქვენი ქვეყანა უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას. მოგიწოდებთ, ამ მიმართულებით სრულად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობა, რათა კიდევ უფრო დაახლოვდეთ ნატოსთან და მოემზადოთ წევრობისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.