გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

21, 559 ლარი ოზურგეთის ბიუჯეტიდან სარესტორნო ხარჯებისთვის

7-03-2018

2017 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ჯამში 105 კაცის ჭამა-სმისთვის 21, 559 ლარი გადაიხადა-ამ საკითხზე დღეს გამართულ საკრრებულოს სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, დავით მჟავანაძემ ისაუბრა. 

კონკრეტულ თემაზე აქცენტი  მჟავანაძემ მისივე პარტიიდან კოლეგის, შალვა თავდიშვილის განცხადების შემდეგ გააკეთა, სადაც საუბარი მუნიციპალიტეტის მიერ ორ ამწემანქანის შეძენაზე იყო საუბარი.

თავდუმაძის განცხადებით, აქედან ერთი მთლიანად გამოუსადეგარი დარჩა, მეორეს კი სერიოზული ტექნიკური ხარვეზები აქვს. 

"გასულ წელს შეძენილ იქნა ორი ამწე, აქედან ერთის ღირებულება 80 ათასზე მეტია, მეორეს 50 ათასის ზემოთ. არც ერთი მათგანი არ არის გამართული. სოფლებში გამორიცხულია მათი გამოყენება, რადგან უხეშად რომ ვთქვა წელში არის მოკუნცხული. გამოდის ფული გადავიხადეთ უვარგის ტექნიკაში"-აღნიშნა თავდიშვილმა. 

დეპუტატის განცხადებაზე მომხსენებელის დავით გორდელაძის პასუხ იყო, რომ ამწეებიდან, ერთი იყო გაუმართავი და ის უკან დაუბრუნდა მომწოდებელს, მანამ, სანამ თანხას გადაუხდიდნენ, რაც შეეხება მეორეს, ის საჭიროებს შეკეთებას. 

რაც შეეხება დავით მჟავანაძეს, მას კოლეგებთან კითხვა მარტო გასულ წელს ბიუჯეტიდან სტუმრების მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით ჰქონდა: 

"მარტო გასულ წელს, 21 559 ლარი დახარჯა მუნიციპალიტეტმა სტუმრების გამასპინძლებისთვის, საუბარია სულ 105 ადამიანზე. მაშინ, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს საფლავზე მიტანილი გვირგვინების თანხებს უთვლით, ამას როგორ შეფასებას მისცემდით? მაშინ როდესაც 800 ათასი ადამიანი მარტო ბოლო წლებშია გასული ქვეყნიდან იმის გამო, რომ მათი ოჯახები არჩინონ, აქ ერთი წლის განმავლობაში ამხელა თანხები ჭამა-სმაზე იხარჯება. მაშინ როცა შეეძლო ამ 21 ათას ლარს, 21 ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა და მათთვის მდგომარეობა შეემსუბუქებინა"

დეპუტატის კითხვამ კოლეგების გაღიზიანება გამოიწვია სახელისუფლებო პარტიიდან. მათი რეპლიკებიც ძირითადად  წინა ხელისუფლების დროს თანხების არამიზნობრივ ხარჯვებს ეხებოდა:

"რა, სტუმრისთვის არ უნდა გვემასპინძლა? თქვენს დროს რას უშვებოდით სტუმრებს? რამდენს ხარჯავდით"?

"გვაპატიე დავით, მასაჟისტის მოწვევა დაგვავიწყდა სტუმრისთვის. ეს თქვენთვის გასაკვირი იქნება ნამდვილად"

"რატომ ცდილობთ ყველა თემით ქულების დაწერას? მაინც არ გამოგდით ხომ ხედავთ".

რაც შეეხება გასულ წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშს, როგორ დავით გორდელაძემ მოხსენებაში აღნიშნა, 2017 წელს ქალაქ ოზურგეთის მიერ სახელმწიფო შესყიდვებში სულ 171 ხელშეკრულება გაფორმდა, რამაც ჯამში 6 492 730,33 ლარი შეადგინა. 132 გამარტივებული წესით, რომლის ღირებულებამ 217 542.66 ლარი შეადგინა. 

მუნიციპალიტეტმა კი 236 ხელშეკრულება, ჯამურად 11 424 227,91 ლარზე. მათ შორის 148 გამარტივებული შესყიდვების წესით, რომლის ჯამური ღირებულება 1 238 025, 86 ლარა.  

 "გურიის მოამბე"