გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გოგი მეშველიანი: იაფფასიანი პროვოკაციებით ვერ შეძლებენ ჩვენს მულტიეთნიკურ საზოგადოებაში ბზარის გაჩენას

30-09-2020

“ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვედა.

შეხვედრისას მმართველი გუნდის კანდიდატმა, მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, 27 სექტემბერს სოფელ ნახიდურში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ისაუბრა.
მეშველიანის თქმით, ადგილობრივებმა კარგად იციან, რომ ოპონენტები გამიზნული პროვოკაციებით ცდილობენ საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ იაფფასიანი პროვოკაციებით ვერ შეძლებენ ჩვენს მულტიეთნიკურ საზოგადოებაში ბზარის გაჩენას და იმ მეგობრობის დარღვევას, რომელიც წლების განმავლობაში ავაშენეთ“ - განაცხადა გოგი მეშველიანმა.