გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

რესან კონცელიძე: ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული ცხოვრების პირობები

30-09-2020

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ.

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა ბათუმის ახლადშემოერთებული ტერიტორიების, კერძოდ კი დიდაჭარის, ფრიდონ ხალვაშის და ნაჭყებიას ქუჩის მცხოვრებლებლებთან შედგა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.

როგორც, რესან კონცელიძემ შეხვედრის დროს აღნიშნა, მსგავსი ტიპის ღია შეხვედრები ამომრჩევლებთან ძალიან მნიშვნელოვანია. „მე ჩემს ბათუმელებს ვპირდები, ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული ცხოვრების პირობები“-განაცხადა, რესან კონცელიძემ.