გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საბაჟო დეპარტამენტის 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

1-10-2020

COVID-19-ის რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, მებაჟე ოფიცრებსა და თანამშრომელებს (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“, საბაჟო გამშვები პუნქტები: „ნინოწმინდა“, „კარწახი“, „წითელი ხიდი“, „თბილისის აეროპორტი“ - ჯამში 517 პირი) გამოკვლევა ჩაუტარდათ.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოკვლეულ პირთაგან კორონავირუსი თვითიზოლაციაში მყოფ 6 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ მიზნობრივ ტესტირებას ანტიგენსა და ანტისხეულზე ექვემდებარებიან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები).

აღნიშნული პროცედურა ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საზღვაო ნავსადგურებში განთავსებულ სპეციალურ სამედიცინო პუნქტებში, რომლებიც აღჭურვილია ტესტირებისთვის აუცილებელი ინვენტარით. 25 სექტემბრიდან დღემდე, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ტესტირება 4 293 სატვირთო ავტომობილის მძღოლს ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სხვადასხვა საჭიროებებისთვის დროებით შეჩერების მიზნით, სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებად (STOP POINT) განსაზღვრულია:

- ურბნისი – ქარელის რაიონი, სოფ. ურბნისი, საკადასტრო კოდი: 68.16.45.054;

- თერჯოლა – თერჯოლის რაიონი, სოფ. სიქთარვა, საკადასტრო კოდი: 33.08.38.224;

- გორი – გორის რაიონი, სოფ. ტინისხიდი, საკადასტრო კოდი: 66.44.02.033;

- ზესტაფონი – ზესტაფონის რაიონი, სოფ. არგვეთა, საკადასტრო კოდი: 32.03.34.211.

- თბილისის შემოვლითი გზის 30-ე კმ, გარდაბნის რაიონი, სოფ. ბროწეულა, საკადასტრო კოდი: 81.10.25.577.

- თბილისის შემოვლითი გზის 31-ე კმ, გარდაბნის რაიონი, სოფ. ბროწეულა, საკადასტრო 81.10.25.147.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კორონავირუსზე ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება.