გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

"მეზობელმა თქვა ჩემზე ღარიბი და მშიერიაო"

8-03-2018

უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები 4-შვილიანი ოჯახი და დარდისგან 32 წლის ასაკში გაჭაღარავებული დედა - ეს ვიდეო, მართლაც შეგძრავთ.

ჩაგუნავების ოჯახი გორის რაიონის სოფელ ფლავში, მიტოვებულ ქოხში ცხოვრობს. ბავშვების მამა ციხეშია - 11 წელი მიუსაჯეს. დედა კი ამ მდგომარეობაში დარჩა ბავშვებით. ხშირად მხოლოდ პური ან მხოლოდ ჩაი აქვს ბავშვების გამოსაკვებად. პატარებს ელემენტარული რაღაცეები ენატრებათ - მაგალითად, პურის გარდა სხვა საჭმელი.

"მენატრება სხვა საჭმელი, პურის გარდა... მარტო პური გვაქვს... არ მინდა სულ პური და პური... შენ გიყვარს პური?... მეზობელმა თქვა ჩემზე თქვა, ღარიბი და მშიერი ბავშვიაო..." - ამბობს

4 წლის ბიჭუნა. 

რამდენიმე დღის წინ ჯგუფის "ყველაფერი კარგად იქნება... სიკეთის კვალდაკვალ" წევრები ესტუმრნენ ბავშვებს, რითაც შეეძლოთ, დაეხმარნენ. თუმცა რასაკვირველია, მათ კიდევ ბევრი რამ სჭირდებათ და თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს.

მშობლები.ge