3-10-2020
"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სადმელისა და ზნაკვის თემების მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნულ თემებში:
-რეაბილიტირდა სოფელ საკეციის ამბულატორიის შენობა
-მოეწყო თავშეყრის ადგილი სოფელ ზნაკვაში
-მოეწყო ბუნებრივსაფარიანი სპორტული მოედანი სოფელ საკეციაში
-მოეწყო დროებითი წყალმომარაგების ქსელი სოფელ საკეციაში
-მოეწყო სანიაღვრე არხები სოფელ ღვიარაში
-მოეწყო გზის დამცავი კედლები სოფელ ბოსტანაში
-მოეწყო ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი სოფელ ძირაგეულში
-მოეწყო თავშეყრის ადგილი სოფელ ძირაგეულში
-მოეწყო ნაპირდამცავი „ნაგებობები ძირაგეულის ხევზე''
-მოეწყო ბეტონის საფარიანი გზა სოფელ სადმელში
-რეაბილიტირდა სოფელ სადმელის სასაფლაოს გზა
-მოეწყო თავშეყრის ადგილი და ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი სოფელ სადმელში
-მოეწყო სანიაღვრე არხები და გზის დამცავი კედლები სოფელ სადმელში
-რეაბილიტირდა სოფელ სადმელის საჯარო სკოლის სახურავი
-რეაბილიტირდა სოფელ სადმელში წყალსადენის სათავისა და მიმდებარე მაგისტრალის საუბნო ქსელიც.
გპირდებით, ეტაპობრივად განვახორციელებთ ყველა იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც ხელს შეგიწყობთ ტურისტული, სასოფლო-სამეურნეო და ეკონომიკური საქმიანობა უფრო მეტად განავითაროთ ჩვენი რეგიონის სოფლებში"-განაცხადა გოჩა ენუქიძემ.