გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იოსებ ხახალეიშვილმა თანაქალაქელ ებრაელებს როშ ჰაშანას და სუქოთის დღესასწაულები მიულოცა

4-10-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე ებრაული სათვისტომოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და დიდი ებრაული დღესასწაულები - როშ ჰაშანა და სუქოთი მიულოცეს.

"მინდა ჩემს ებრაელ ძმებსა და დებს მოგილოცოთ როშ ჰაშანას ახალი 5781 წელი და სუქოთის დღესასწაული, რომელიც ებრაელთა ერად ჩამოყალიბების დღესასწაულია. ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობა 26 საუკუნეს ითვლის. იმ დროიდან მოყოლებული, რაც ბაბილონის ტყვეობის შემდეგ ნაბუქოდონოსორისაგან დევნილ ებრაელთა ნაწილი საქართველომ შეიფარა, ჩვენს მოძმე ებრაელებს არასოდეს უგრძვნიათ თავი უცხოდ ამ მიწაზე. უფრო მეტიც, ქართველ ხალხს იმდენად შეეთვისეთ და შეეხმატკბილეთ, რომ საკუთარ ეროვნებას ჩვენი ეროვნებაც ზედ დაურთეთ და "ქართველ ებრაელებად" იწოდებით. საუკუნეების მანძილზე თვალისჩინივით უფრთხილდებოდით ორივე ერის სახელსა და ღირსებას. მრავალი განსაცდელის ჟამს თქვენ მთელ მსოფლიოს ანცვიფრებდით თქვენი მეორე სამშობლოს მკვიდრებთან ძმური თანაცხოვრებითა და მასპინძლების დიდსულოვნებით.

ქუთაისში განსაკუთრებით თვალსაჩინოა ქართველებისა და ებრაელების სიყვარული და მეგობრობა, ჩვენი ებრაელი ძმები თავიანთი მოღვაწეობით ჩვენი ქალაქის განვითარებისა და მომავლისათვის ისევე ზრუნავდნენ, როგორც ქართველები. დაე, სამარადისოდ გაგრძლდეს ჩვენი ასეთი უზადო ურთიერთობა“, - მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა ებრაელ თანაქალაქელებს.