გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დღეს კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

7-10-2020

ქვეყნის მასშტაბით გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფექციის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 9753 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან, 5235 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. აქტიური შემთხვევაა 4518, რომლიდანაც 58 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. კოვიდინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგნაირია: აჭარაში - 259 ახალი შემთხვევაა, თბილისში - 111, იმერეთში - 91 , სამეგრელო - ზემო სვანეთში - 25, მცხეთა - მთიანეთში -5, გურიში - 8, კახეთში - 2, შიდა ქართლში - 2, ქვემო ქართლში - 5“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ. მისივე განცხადებით, გარდაცლილი 4 ადამიანიდან ერთ-ერთი თბილისის მაცხოვრებელია. „გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან, 2 აჭარაშია: 70 წლის მამაკაცი და 65 წლის ქალბატონი, რომლებსაც თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ და მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. ასევე, თერჯოლაში გარდაცვლილია 88 წლის ქალბატონი და თბილისში - 83 წლისა“, -აღნიშნა მარინა ენდელაძემ.