გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ვაზის ჯიშების გენეტიკური იდენტიფიკაცია მიმდინარეოს

7-10-2020

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორიაში, დნმ-ის მარკერების გამოყენებით, ვაზის ჯიშების იდენტიფიკაცია მიმდინარეობს. დღეისათვის, გამოკვლეულია ვაზის 50 ჯიში, მათ შორის, 20 იშვიათი, 10 უცხოური და, ასევე, ვაზის ველური ფორმები. დნმ ლაბორატორიამ კვლევებიდან მიღებული მონაცემების ვალიდურობის შეფასებისთვის და მათთან შედარების მიზნით, ექსპერიმენტში სხვა ქვეყნის ლაბორატორიების მიერ უკვე კარგად გამოკვლეული ვაზის ქართული 10 ჯიშიც ჩართო.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ანალიზური კვლევები საკმაოდ რთულ პროცესებს მოიცავს - შერჩეული ვაზის ჯიშების ინდივიდების ნიმუშებიდან დნმ-ის ექსტრაქცია (გამოყოფა), 9 წყვილი სპეციფიკური პრაიმერების გამოყენებაზე დაფუძნებული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეშვეობით ჯიშების იდენტიფიცირება და ვაზის ქართული ჯიშების გენომების ბიონფორმატიული ანალიზი. მოლეკულური მარკირების ლაბორატორია ზოგიერთ ექსპერიმენტს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიასთან ერთად ახორციელებს. მიღებული შედეგებით, ვაზის გლობალურ პოპულაციებში, ადგილობრივი ჯიშების ფილოგენიის შესწავლა და მათი გენეტიკური ნათესაობის განსაზღვრა მოხდება. ანალიზური კვლევებით ასევე შესაძლებელი ხდება ვაზის დომესტიკაციის პროცესის შეფასება.

მოლეკულური მარკირების ლაბორატორია ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ვაზის ქართული 470 კულტურული ჯიშის და 150-მდე ველური ფორმის დნმ იდენტიფიკაციას ეტაპობრივად გეგმავს.