გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მარნეულში ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

8-03-2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მერის მოადგილეებთან ზაურ ტაბატაძესთან და ლაშა ლობჯანიძესთან ერთად, დედის დღე და ქალთა საერთაშორისო დღე აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების დედებს და ქალბატონებს მიულოცეს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, თავდაპირველად თემურ აბაზოვი ომში დაღუპული გმირების დედებს სახლში ესტუმრა და ყვავილებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შემდგომ კი ახლგაზრდებთან ერთად აქციაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ქუჩაში შემხვედრ ქალებს ყვავილების თაიგულები გადასცა და ქალთა დღე, პირადად მიულოცა.

„დედის დღე საქართველოში, 1991 წლიდან აღინიშნება, რომელიც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა და უკვე 27 წელია ამ დღეს მთელი საქართველო ზეიმობს. 
ქალთა საერთაშორისო დღე კი აღინიშნება ყოველი წლის 8 მარტს, როგორც ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

"ინტერპრესნიუსი"