8-03-2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 95-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგეს.