გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსებაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა

8-03-2018

ზუგდიდის მერიის მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო ძაღლების თავშესაფარში მოთავსებაზე მეორედ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო, შესაბამისად, ტენდერი არ შედგა.
მანამდე აღნიშნულზე გამოცხადებულ პირველ ტენდერში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ შპს "ვექტრამ" ტექნიკური დისკვალიფიკაცია მიიღო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტედენტმა შესაბამისი დოკუმენტაცია სრულად არ წარმოადგინა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 29`965 ლარია, რომელშიც წინადადებების მიღება ამჯერად 12-დან 14 მარტამდე გაგრძელდება.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარ ცხოველთა იზოლირება ჰუმანური და უმტკივნეულო მეთოდით - ლასოთი ან ბადით უნდა უზრუნველყოს. ასევე, ცხოველები უნდა დამუშავდეს ჭიებსა და ბაქტერიებზე, ჩაუტარდეს სტერილიზაცია-კასტრაცია და სხვადასხვა სახის ვაქცინაცია. სავალდებულო იქნება მათი იდენტიფიკაცია (სპეციალური ძაღლისათვის განკუთვნილი ქარხნული დანომრილი საჭდით, ბირკით) და ა.შ.

რადიო "ათინათი"