8-03-2018
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისის“ ვიცე-პრეზიდენტები მარიამ რასტი და მარიამ დვალიშვილი თბილისში მდებარე აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ ქალბატონებს მადლობა გადაუხადა მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრად საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. აქცია „კამპუს ლაიონს კლუბ თბილისის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ასევე ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქალაქ სენაკში მდებარე თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული, აფხაზეთიდან დევნილი თემურ ბოკუჩავას დედას შეხვდნენ და სამშობლოსათვის თავდადებული გმირის დედას ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
გუშინვე ვახტანგ ყოლბაია ზუგდიდში ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის №11 საჯარო სკოლას ესტუმრა, პედაგოგებს ქალთა საერთაშორისო დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.