გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მეხანძრე-მაშველები სამეგრელოში დაკარგული მამაკაცის საძიებო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ

11-10-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარედ დაკარგული, 61 წლის მამაკაცის საქმეზე, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მეხანძრე-მაშველები სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარედ, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ დაკარგული მამაკაცის საძიებო სამუშაოებს. სამაშველო-საძიებო ოპერაციაში ჩართულია 15-კაციანი ჯგუფი და დრონი.

დღეს, საძიებო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. მაშველებმა, ოჯახის წევრებთან ერთად, მთის ფერდის ის ნაწილი დაათვალიერეს, სადაც ფეხით გადაადგილება შეუძლებელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში, 6 ოქტომბერს, შემოვიდა შეტყობინება, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა 61 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში არ დაბრუნებულა.

სამაშველო-საძიებო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი დაუყოვნებლივ ჩაერთო. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში იპოვეს. საძიებო სამიშაოებში, ასევე, ექსპერტ-კრიმინალისტების კინოლოგიური სამსახურიც იყო ჩართული.

გაუჩინარებული 61 წლის მამაკაცის საძიებო სამუშაოები
ამ დრომდე გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.