12-10-2020
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. მაჟორიტარი კანდიდატების მორიგი შეხვედრა ტბელ აბუსერიძის, ჩაიკოვსკის, ჰაიდარ აბაშიძის, ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლებთან შედგა.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, საარჩევნო კანდიდატებმა, მოსახლეობის საჭიროებებისა და არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმ საკითხების მოგვარებაზეც, რომლებსაც ადგილობრივები მოითხოვენ. აგრეთვე, საუბარი შეეხო საარჩევნო პროგრამას, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, როგორც ინდივიდუალური, ასევე გაფართოებული და თემატური შეხვედრები გაიმართება.