გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე სომხურ სამოციქულო ეკლესიაში, წირვა-ლოცვასა და „მატაღის“ რიტუალს დაესწრნენ

12-10-2020

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე, სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
მაჟორიტარი კანდიდატები, მაცხოვრის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში, წირვა-ლოცვასა და შეწირვის ე.წ. „მატაღის“ რიტუალს დაესწრნენ.
სომხურ სათვისტომოსთან შეხვედრაზე კანდიდატებმა საკუთარი ხედვა წარმოადგინეს ეთნიკური უმცირესობების საკითხებთან მიმართებაში. საუბარი შეეხო, გამოწვევებისა და მათი გადაწყვეტის გზებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ქ.ბათუმის მეოთხე საჯარო სკოლაში არსებული სომხურ-ქართული კლასის მნიშვნელობაზე, სადაც პირველი კლასის მოსწავლეები, ქართული ენის პარალელურად, სომხურ ენასა და ლიტერატურას ეუფლებიან , რაც რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოა და ინტეგრაციის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
„აღსანიშნავია, რომ, პირველ რიგში, ჩვენს ქალაქში სოციალური პრობლემები უნდა მოგვარდეს, რათა ბათუმში მცხოვრებმა ნებისმიერმა მოქალაქემ, მიუხედავად განსხვავებული ეთნიკური, პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა თავი იგრძნოს ჩვენი სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად და ჩვენი წინაპრების მიერ დამკვიდრებული თანაცხოვრებისა და ღირსების წესების მიხედვით ვიცხოვროთ. აჭარაში მცხოვრები სომხური სათვისტომო ჩვენი მოძმე ერია. ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის გვერდით ვუდგავართ და ეს ურთიერთობა გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა რესან კონცელიძემ.