გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოდან ექსპორტირებული ვაშლის ღირებულებამ 947 ათასი დოლარი შეადგინა

12-10-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 2 149 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 947 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, ვაშლის ექსპორტის მოცულობა 6-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 713 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ვაშლი ექსპორტირებულია რუსეთის ფედერაციაში (2 068 ტონა), ყაზახეთში (75 ტონა), სომხეთში (6 ტონა), სინგაპურსა და ჰონკონგში.
საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.