გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კახეთში, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი დააკავეს

13-10-2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1 პირი - 1959 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, თანასოფლელს - 1968 წელს დაბადებულ ი.ი.-ს ცივი იარაღით, მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.

უწყების ცნობით, პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სოფელ კარდენახში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.