გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

9 მარტის სისხლიანი ტრაგედიიდან 62 წელი შესრულდა

9-03-2018

1956 წლის 9 მარტის სისხლიანი ტრაგედიიდან, რომლის მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი დღესაც არაა დადგენილი, - 62 წელი გავიდა.

სისხლიან მოვლენებს საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის ინიციატივით დაწყებული კამპანია უძღოდა, რომელიც იოსებ სტალინის კულტის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ხრუშჩოვის აღნიშნული ინიციატივა სრულიად საბჭოთა კავშირის მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა, რა თქმა უნდა, მან ყველაზე მკვეთრი გამოხატულება საქართველოში ჰპოვა.

პირველი დამონსტრაცია 5 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს.

მოგვიანებით აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო. აქციის მონაწილეებმა მოაწყვეს მსვლელობა რუსთაველის გამზირზეც.

რამდენიმე დღეში საპროტესტო აქციებზე გაისმა დამოუკიდებლობის მოწოდებებიც, რაც იმდროინდელი საბჭოთა კავშირის რეალობაში წარმოუდგენელი იყო.

პარალელურად, დემონტრაციები დაიწყო გორში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.

9 მარტს დემონსტრაციაზე საქართველოს კომპარტიის მაშინდელი თავკაცი ვასილ მჟავანაძე მივიდა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. 

სწორედ 9 მარტს, საღამოს, აქციის მონაწილეები საბჭოთა ჯარის ნაწილებმა სასტიკად დაარბიეს და მათ მიმართ პირდაპირი ცეცხლი გახსნეს.

თვითმხილველთა თქმით, ცხედრებს პირდაპირ ადიდებულ მტკვარში ჰყრიდნენ.

სამწუხაროდ, 1956 წლის 9 მარტის სისხლიანი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ზუსტი რიცხვი და ვინაობა დღესაც არ არის ცნობილი.


მშრალი ხიდის ერთ-ერთ მოაჯირს კი დღესაც ატყვია 1956 წელს აქციის მონაწილეების მიერ ამოტვიფრული ფრაზა: "დიდება დიდ სტალინს".