გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გახარია: დღეს წესების დაცვა, პირბადის ტარება, დისციპლინა და კანონების შესრულება პატრიოტიზმია

15-10-2020

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლება არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება იმისთვის, რომ პირველ რიგში, შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, აღვადგინოთ სამუშაო ადგილები იქ, სადაც ეს შესაძლებელია და ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, ღირსეულად არჩინონ თავიანთი ოჯახები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად წესების დაცვით, იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელების სისწრაფე და რისკები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ დღეს, ქვეყანაში, წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება, ეს არის პატრიოტიზმი.

„ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეს, ვირუსის შეჩერების 2 გზა არსებობს - სრული „ლოკდაუნი“, ქვეყნის მაქსიმალურად და სრულად ჩაკეტვა და მაშინ შესაძლებელია სწრაფ დროში შედეგის მიღება, ვირუსის გავრცელების თითქმის სრულად გაჩერება, ან ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა, მაგრამ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა საჭიროებს ყველა მხარის მაღალ პასუხისმგებლობას, როგორც მთავრობის, ისევე საჯარო და კერძო ორგანიზაციების და ჩვენი მოქალაქეების. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ქვეყანაში, წესების დაცვა, პირბადის ტარება, ელემენტარული დისციპლინა და კანონების შესრულება, ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის ის პატრიოტიზმი, რომელიც თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, დაიცვას თავისი ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.