გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ჩვენ მიღებული გვქონდა გადაწყვეტილება, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 19 ოქტომბრიდან გაგრძელებულიყო - ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება

15-10-2020

ჩვენ მიღებული გვქონდა გადაწყვეტილება და ჩვენი გეგმის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა 19 ოქტომბრიდან უნდა გაგრძელებულიყო - ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ იქ, სადაც შესაძლებელია, იყოს დისტანციური სწავლა, მაგრამ იქ, სადაც ეს შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში.
„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, როდესაც ვამბობთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს, ისეთი, როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მიმართულებები, განსაკუთრებით განათლების მიმართულება მაქსიმალურად იყოს დაცული. განათლების სამინისტროს აქვს შესაბამისი დავალებები მიღებული იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე იყოს დაცული უსაფრთხოების სტანდარტი სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც“, - განაცხადა პრემიერმა.