გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ყველა მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში ბრუნდება და თან ექნება PCR ტესტი, კარანტინის ნაცვლად ექნება შესაძლებლობა, 12-დღიან თვითიზოლაციაში გადავიდეს

15-10-2020

ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და თან ექნება PCR ტესტი, კარანტინის ნაცვლად, მას ექნება შესაძლებლობა, გადავიდეს თვითიზოლაციაში, 12 დრის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, იმ მოქალაქეებს, რომელთაც არ ექნებათ PCR ტესტი, მათ შეეძლებათ ისევ გამოიყენონ საკარანტინე სივრცეები.

„ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და თან ექნება PCR ტესტი, კარანტინის ნაცვლად, ექნება შესაძლებლობა, გადავიდეს თვითიზოლაციაში, 12 დრის განმავლობაში. ეს არის ის მოთხოვნა, რომელიც მან უნდა დააკმაყოფილოს, თუმცა იმ მოქალაქეებს, რომელთაც არ ექნებათ PCR ტესტი, მათ შეეძლებათ ისევ გამოიყენონ საკარანტინე სივრცეები. ამით ჩვენ ვცდილობთ, უფრო მეტი დინამიკა შემოვიტანოთ ჩვენს ეკონომიკაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკარანტინე სივრცეებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე.

„რაც შეეხება საკარანტინე სივრცეებს, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საკარანტინე სივრცე რის ძირითადი ბუფერი იმისთვის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ვირუსის ქვეყანაში შემოსვლა და შემდგომ სწრაფი გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს ასეა და ამან უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მას შემდგომ, რაც დაემატება და გაიხსნება დამატებითი ფრენები, საკარანტინე სივრცეებში შემოსულ ჩვენს მოქალაქეებთან მუშაობა და მათი კარანტინში გადაყვანის სქემა შეიცვლება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.